LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pokemon GO-ს ერთ-ერთი პერსონაჟის მიერ „გაუპატიურებული” რუსი ქალბატონი

33

ახალგაზრდა ქალბატონმა Pokemon GO-ს ერთ-ერთ პერსონაჟს, დიდ პოკემონს გაუპატიურება დააბრალა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია განცხადებას ავრცელებს. რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალი, რომლის სახელიც არ გახმაურებულა, აცხადებდა, რომ დილით, გაღვიძებისას, ვირტუალური რეალობის მქონე თამაშში, გამქრალი პოკემონი ჯერ მის ლოგინში და შემდეგ მის სხეულში იყო დამალული.

,,გაუპატიურებულმა’’ ქალმა, ცნობილი თამაშის გმირის შესახებ მის ქმარს აცნობა, რომელმაც ცოლს დაუყოვნებლივ ფსიქიატრის მონახულება ურჩია. რუსულმა ვებ-საიტმა გაავრცელა ინფორმაცია ,,დაზარალებულის’’ ფსიქიატრთან ვიზიტის შესახებ, რომელიც ასევე არაკომპეტენტური აღმოჩნდა მსგავსი ტიპის პრობლემის მოგვარებისას.

ივან მაკაროვი, უცნობი ქალის მეგობარი აცხადებს, რომ ,,დაზარალებულის’’ ოთხაში ზედმეტად ბევრი პოკემონი იძებნება. იმდენი, რომ თვით ძაღლიც კი გრძნობს მათ არსებობას. ბატონმა მაკაროვმა ასევე დაადასტურა ფაქტი, მეგობრის ფსიქიატრთან ვიზიტის შესახებ.

Pokemon GO – უფასო, GPS-ზე დამყარებული თამაშია – Android-ისა და iOS-ის პლათფორმებისთვის, რომელიც სულ მოკლე ხანში მილიონობით ადამიანმა ჩამოტვირთა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თამაშში ჩართული, უამრავი ენთუზიასტი, ნამდვილად სიგიჟეში ჩაითრია. თამაში 2016 წლის ივლისში გამოვიდა.

მოთამაშეები იყენებენ GPS ტექნოლოგიას, ასევე კამერას ვირტუალური Pokemon-ის პერსონაჟების აღმოსაჩენად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები