LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუძლებელია ამდენ ბავშვს მეტყველების შეფერხება ჰქონდეს“ – ეკა ყიფიანის სამი რჩევა ბავშვის განვითარების შეფერხების თავიდან ასაცილებლად

1132
ეკა-ყიფიანი

როგორ ავიცილოთ თავიდან ბავშვის განვითარების შეფერხება და მოვახდინოთ აუტიზმის პრევენცია, ამ თემაზე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ „ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკა ყიფიანმა ისაუბრა:

„რაც უფრო ადრე მივიტანთ ეჭვს და გამოვრიცხავთ აუტიზმის შესაძლო დიაგნოზს, მით უკეთესი. 60% შემთხვევებში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი სრულყოფილად ადაპტირდება გარემოსთან. 9 პროცენტში, დიაგნოზი სრულად იხსნება და ეს იდეალური გამოსავალია. ამიტომ ეს არის მდგომარეობა, როცა ბრძოლას აზრი აქვს.

ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის, სულაც არ არის საჭირო, ის იზრდებოდეს ფსიქოლოგის, ან ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ.

იმისთვის, რომ მივაღწიოთ ბავშვის სწორ განვითარებას, მნიშვნელოვანია სამი უმთავრესი რჩევის გათვალისწინება.

პირველი, ეს არის მოძრაობა. ბავშვი უნდა მოძრაობდეს და რაც უფრო მოშორებული ხართ, ქალაქს და ცივილიზაციას, ეს ბევრად მარტივია.

მეორე, ეს არის შეხება, ის უნდა ეხებოდეს ყველაფერს, რომ ავიცილოთ თავიდან სენსორული დეფიციტი. შეუძლებელია ამდენ ბავშვს მეტყველების შეფერხება ჰქონდეს, ე.ი. რაღაცას ვაშავებთ. ის უნდა შეეხოს ბალახს, ცხოველებს, ყველაფერს.

მესამე, ეს არის კომუნიკაცია. ტვინის ნეირონი ვითარდება, მხოლოდ ლაივ მეტყველების, მისკენ მიმართული მეტყველების დროს.

ამერიკის პედიატრთა აკადემიამ 2 წლამდე ყველა ტიპის გაჯეტის მოხმარება აკრძალა. ბავშვს არ სჭირდება არც ძვირად ღირებული სათამაშო და არც განსაკუთრებული გასართობი ცენტრები“ – აცხადებს ეკა ყიფიანი.

 

ბავშვის განვითარების შეფერხების თავიდან აცილება | პრაქტიკული რჩევები

ბავშვის განვითარების შეფერხების თავიდან აცილება | პრაქტიკული რჩევები

Posted by მთავარი დიაგნოზი on Sunday, April 30, 2023

 

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტი არ არსებობს და ტყუილია ყველაფერი, თუ კი ვინმე რამეს გირჩევთ“ – პედიატრი ეკა ყიფიანი

როგორ გავუძლიეროთ ბავშვს ვირუსების შემდეგ დასუსტებული იმუნიტეტი – ეკა ყიფიანის რეკომენდაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g