LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტი არ არსებობს და ტყუილია ყველაფერი, თუ კი ვინმე რამეს გირჩევთ“ – პედიატრი ეკა ყიფიანი

1103
ეკა-ყიფიანი

როგორ გავუძლიეროთ ბავშვს იმუნიტეტი? – ამ კითხვას ფორტუნას ეთერში „ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, პედიატრმა ეკა ყიფიანმა უპასუხა:

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტი, რა თქმა უნდა, არ არსებობს და ტყუილია ყველაფერი, თუ კი ვინმე რამეს გირჩევთ, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი შექმნილა.

იმუნური სისტემის სტაბილურობისთვის შემდეგი რეკომენდაციების დაცვაა საჭირო, სრულფასოვანი კვება, ჯანსაღი, სწორი ძილი, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია.

როგორ გავუძლიეროთ ბავშვს ვირუსების შემდეგ დასუსტებული იმუნიტეტი – ეკა ყიფიანის რეკომენდაციები

ფიზიკურ აქტივობაზე უკეთესი გაკაჟება არ არსებობს, რადგან ამ დროს ორგანიზმი ეგუება ტემპერატურის ცვალებადობას. რაც უფრო ხშირად დაკავდებით ფიზიკური აქტივობით, მით უფრო ნაკლები გექნებათ ავადობა. სიცივეში უფრო მეტია ავადობა, რადგან სიცივე სტრესია იმუნური სისტემისთვის და რადგან არის სტრესი, ნელდება იმუნური სისტემის აქტივობა და ბევრად ადვილად ხდება ვირუსების მიმღებლობა. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ბავშვი ადაპტირებული გვყავდეს ტემპერატურის ცვალებადობასთან. ძალიან გული მწყდება ხოლმე, ზამთარში დაცარიელებულ სტადიონებს რომ ვხედავ, მაშინ, როცა გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გამოეფინებიან ხოლმე გარეთ ბავშვები. სიცივე არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად თბილ სახლში, დაკეტილ ფანჯრებში და ა.შ. უნდა ვიყოთ. რაც შეეხება კვებას, უმჯობესია, ბავშვმა ნაკლებად მიიღოს არაჯანსაღი საკვები, თუმცა არაჯანსაღი საკვებიც არ არის ტრაგედია, რადგან ასეთი „საწამლავი“, რომ იყოს ის არ იქნებოდა დაშვებული და არ გაიყიდებოდა, რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ შაურმას და სხვა კუსტარულად დამზადებულ საკვებს. საერთაშორისო სტანდარტით დამზადებული და სერტიფიკატის მქონე საკვები დასაშვებია. სრული აკრძალვა არავისთან მოქმედებს, მით უმეტეს, ბავშვებთან. სრულად ნუ უარყოფთ მათ სურვილებს, რადგან ფსიქოლოგიური სტრესიც არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია. იშვიათად თუ მიიღებს ბავშვი მსგავს საკვებს, ამით არაფერი დაშავდება, მთავარია, ბალანსირებული იყოს ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი. თუ უყვარს მაკარონი აჭამეთ ის ხორცთან ერთად, თუ უყვარს ფუნთუშა, აჭამეთ არაჟანთან ერთად და ა.შ.“ – განაცხადა ეკა ყიფიანმა.

„იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტი არ არსებობს და ტყუილია ყველაფერი, თუ კი ვინმე რამეს გირჩევთ“ – პედიატრი ეკა ყიფიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები