LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს კუთხეები“ – ზვიად ციკოლიამ საათების ახალი ხაზი გამოუშვა

397
ციკოლია

ზვიად ციკოლიამ Ronius Watches-ის ახალი ხაზი „საქართველოს კუთხეები“ გამოუშვა.

„სულ მინდოდა ჩვენი ულამაზესი ქვეყნის პოპულარიზაცია. გადავწყვიტე ამისათვის საათი გამომეყენებინა. დავუკავშირდი თეა მიქაიას და ვთხოვე შეექმნა ყველა კუთხის უნიკალური გრაფიკა. ვფიქრობ, თეა სიმაღლეზეა!“, – წერს ციკოლია სოციალურ ქსელში.

რა ეღირება ახალი დიზაინის საათები, ჯერ ცნობილი არ არის. სერია „საქართველოს კუთხეები“ ქვეყნის 13 კუთხეს მოიცავს და თითოეული მოდელი, მხოლოდ 30 ერთეული გამოვა.

ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია მსოფლიოში სხვადასხვა პროექტითაა ცნობილი. მისი დიზაინის საათები შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს. ციკოლიას სახელს უკავშირდება, ასევე, ორიგინალური ფორმის სამკაულები.

 

რა ღირს ციკოლიას სუნამო, რომლის შეძენა უკვე თბილისში შეგიძლიათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g