საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს ზეიმობს. შესაბამისი განწყობის შესაქმნელად თბილისსა და 15 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი.
სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა
საზეიმო განწყობა ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი და შუაგულ ნიუ-იორკიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს.
როგორც კადრებში ჩანს, ნინიმ ქართული დროში აღმართვის ფონზე, საქართველოს ჰიმნი იმღერა.