LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც დედა, ის შვილი“ – ბიონსემ სცენაზე 11 წლის ქალიშვილი აიყვანა და დაუვიწყარი პერფორმანსი მოაწყო

879
page

Stade de France-ის სტადიონზე ბიონსეს მსოფლიო ტურნეს, Renaissance-ის ბოლო პარიზული კონცერტი გაიმართა. ცხადია, შოუმ სრული ანშლაგით ჩაიარა. არტისტმა გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუწყო და სცენაზე, ერთ-ერთი ნომრის შესრულების დროს, 11 წლის ქალიშვილი, ბლუ აივი აიყვანა. მან ქალიშვილთან ერთად ენერგიულად იცეკვა.

ვარსკვლავური დედა-შვილი ვერცხლისფერ კომბინეზონებში იყვნენ გამოწყობილები. ვიდეო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოებისგან დიდი აღფრთოვანებაც გამოიწია.

„რაც დედაა, ის შვილი, უნიჭიერესები“, „დიდი მომავალი აქვს ამ გოგოს“, – წერენ კომენტარებში.

ბიონსე კონცერტზე ისევ ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას ულამაზეს ვერცხლისფერ ანსამბლში გამოჩნდა

ფოტო/ვიდეო: მილოცვა დედას და მორიგი ფურორი სცენაზე – ბიონსეს ტურნეს Renaissance-ის ქრონიკები

„ლუქების“ ცვენა და მსოფლიო ტურნე 2 მილიარდ დოლარად – ინტერნეტსივრცეში ბიონსეს გრანდიოზულ კონცერტს განიხილავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები