LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: სალომე ზურაბიშვილს სწორი აქცენტები ჰქონდა, ეს მისასალმებელია, თუმცა უკმაყოფილების გრძნობა რჩება, მას შეეძლო, დღეს პირდაპირ შეეწყალებინა ნიკა გვარამია

166
fot

სალომე ზურაბიშვილს შეეძლო, დღეს ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც პოზიტიურად შეიყვანდა ისტორიაში, შეეძლო, დღეს პირდაპირ შეეწყალებინა ნიკა გვარამია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს ევროპარლამენტში გამოსვლისას სწორი აქცენტები ჰქონდა.

„უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ სწორ გზას ადგას. მისი ყველა განცხადება, მათ შორის უკრაინის სოლიდარობაზე, რუსეთის შეფასება და ხელისუფლების მხრიდან ფაქტობრივად საგარეო კურსის ცვლილებაზე, სწორი გზავნილებია. ეს მისასალმებელია, თუმცა უკმაყოფილების გრძნობა მაინც რჩება, თუნდაც იმის გამო, რომ მას შეეძლო, დღეს ისეთი გადაწყვეტილება მიეღო, რაც პოზიტიურად შეიყვანდა ისტორიაში. შეეძლო, დღეს პირდაპირ შეეწყალებინა ნიკა გვარამია. როდესაც ამბობს, ზეწოლის გარეშე შეუძლია ვინმეს შეწყალება და ირიბად რაღაცას გულისხმობს, ეს დაგვიანებულია. ყოველ შემთხვევაში, ამას არავინ დაუფასებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრეზიდენტი: ოკუპაციის შემდეგ, დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, რათა მენახა თავისუფალი საქართველო.. ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია

„მივმართავ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს – აზრი არ აქვს ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას“ – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

magti 5g