LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი უნდა გაგაცნოთ! ცხარე ცრემლით დასტირის ბიჭებს“ – რას წერს გიგა მაქარაშვილი

260
Untitled design (6)

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს უკრაინელი სასულიერო პირის შესახებ, რომელმაც 43 ქართველ მეომარს წესი აუგო.

„ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი უნდა გაგაცნოთ! სახელად ბოგდანი ჰქვია, 40 წლის ხდება, ჰყავს მეუღლე და 2 ქალიშვილი.

ამ კარგმა კაცმა, ბოლო 14 თვეში, 43 ქართველ მეომარს აუგო წესი.

ყოველი პროცესიის მერე გამოდის სამოქალაქო სამოსით და ხშირად ცხარე ცრემლით დასტირის ბიჭებს.

ომს რომ მოვიგებთ, აქაც და თქვენთანაც, პირველ რიგში, საქართველოს სანახავად წამოვალო!

დიდება გმირ ერს“, – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში

 

ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი უნდა გაგაცნოთ!

სახელად ბოგდანი ქვია, 40 წლის ხდება, ჰყავს მეუღლე და 2 ქალიშვილი.

ამ…

Posted by გიგა მაქარაშვილი on პარასკევი, 02 ივნისი, 2023

 

ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან – 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, საომარ მოქმედებებს უკრაინაში სულ 44 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ყველამ იცოდეს, ქართველი ქართველ მეომარს არასდროს მიატოვებს“ – 4 აპრილს ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი ბრძოლის ველიდან გამოასვენეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g