”მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობა – ყველაზე ძვირადღირებულია სატრანსფერო ხარჯების მიხედვით.
პორტალმა CIES Football Observatory ევროპული კლუბების ამჟამინდელი შემადგენლობების სატრანსფერო დანახარჯების კვლევა ჩაატარა.
ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებს შორის პირველი ადგილი ”მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიკავა – 718 მილიონი ევრო: ეს მსოფლიო ფეხბურთის რეკორდია.
გასულ სეზონთან შედარებით მანკუნიანელთა შემადგენლობა 185 მილიონი ევროთი გაძვირდა.
მეორე ადგილზეა მადრიდის ”რეალი” – 634 მილიონი (+47 მლნ), მესამეზეა – ”მანჩესტერ სიტი” – 611 მილიონი (+78 მლნ).
ტოპ-10 გუნდი, რომლებმაც ამჟამინდელ შემადგენლობაზე ყველაზე მეტი დახარჯეს.
1. მანჩესტერ იუნაიტედი – 718 მლნ ევრო
2. რეალი – 634
3. მანჩესტერ სიტი – 611
4. ბარსელონა – 485
5. ჩელსი – 481
6. პსჟ – 455
7. იუვენტუსი – 395
8. არსენალი – 381
9. ბაიერნი – 357
10. ლივერპული – 356