ტელეკომპანია იმედის მუსიკალურ გადაცემას „მელოMoney“ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი და მომღერალი „ღამის შოუს ბენდის“ წევრი, ბაბი კირკიტაძე სტუმრობდნენ.
ბაბიმ და ოთომ მაყურებელს 2000-იანი წლების პოპულარული სიმღერა, ლექს-სენის „დილამდე“ გაახსენეს.
მათ სიმღერა დუეტში შესანიშნავად შეასრულეს და მაყურებლის ოვაციებიც დაიმსახურეს და ფეისბუკ გამომწერების დადებითი შეფასებებიც:
„როგორი კარგი გადაცემა იყო დღეს, მხიარულები, კარგად ვიხალისე. ამ სიმღერითაც დავტკბი“…
„შესანიშნავი ექვსეული იყო. ოთო და ბაბი ხომ საოცრებები არიან, მაგრამ მე აჩიკოს საქციელზე და კომენტარებზე ვიცინე ცრემლებით“, – წერენ კომენტარებში.
ოთო ფოლადაშვილი და ბაბი კირკიტაძე – დილამდე
ბენდი: პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე
#მელოMoney ეპიზოდი 145
#იმედი 02.06.2023Posted by მელოMoney on პარასკევი, 02 ივნისი, 2023
ვიდეო: „სიყვარული დაფრინავს” – ანრი ჯოხაძე და ბაბი კირკიტაძე დაბადების დღეზე ერთად მღერიან