LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სოფი ლორენი, მისი ვაჟი და ქართველო სარძლო – ამსტერდამში მოგზაურობის ერთობლივი კადრები, რომელსაც კარლო პონტის რჩეული მარიამ შარმანაშვილი გვიზიარებს

8444
fot

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი და მისი ქართველი შეყვარებული, მარიამ შარმანაშვილი ნიდერლანდების უდიდეს და უმთავრეს ქალაქ ამსტერდამში იმყოფებიან.

კარლო პონტი ნიდერლანდებში ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავრა.

როგორც სოფი ლორენის ქართველი სარძლოს მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, წყვილი ამსტერდამში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და მათთან ერთად, კადრებში სოფი ლორენიც ჩანს.

ის, რომ ლეგენდარულ იტალიელ მსახიობს ქართველი სარძლო ჰყავს, საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა.

ამ ამბავთან დაკავშირებით, „კურიერი პიესმა“ დეტალები გაარკვია და ცნობილი გახდა, რომ ისტორია 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო. მარიამ შარმანაშვილი ფიტნესინსტრუქტორია. ის ზუმბას გაკვეთილებს ატარებს.

წყვილი მედიასთან არ კონტაქტობს, თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურობენ და საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს უზიარებენ გამომწერებს.

ამავე თემაზე:

ვინ არის სოფი ლორენის ქართველი სარძლო – როდის და სად გაიცნო ცნობილმა იტალიელმა ქართველი მარიამ შარმანაშვილი

სოფი ლორენის ქართველი რძალი ფიტნესინსტრუქტორია – ვიდეო კარლო პონტი უმცროსთან ერთად და თამამი ფოტოები

„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ“ – რას წერს სოფი ლორენის ქართველი სარძლო

სოფი ლორენის შვილი ქართველ შეყვარებულს მერილინ მონროს ადარებს: „გაგიჟებული ვარ მასზე…“

ვიდეო: კარლო პონტი მარიამ შარმანაშვილს სიყვარულს უხსნის: „შენთან გატარებული ყველა დასვენების დღე ჯადოსნურია. ეს არის ახალი თავი ჩვენს ცხოვრებაში…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g