7 ივნისს, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
გავრცელებული ცნობით, ზურაბ მუშუქია ბახმუტთან მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა.
როგორც ზურაბ მუშუქიას ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, მებრძოლი მონაწილეობდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომშიც. 2014 წლიდან კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა:
„საქართველოს ყველა ომის მონაწილე იყო. ორჯერ იყო დაჭრილი, შემდეგ უკრაინაში იყო ჩასული, იქაც ორჯერ იყო დაჭრილი და როგორც კი გამოწერეს, წინა ხაზზე გავიდა.
იბრძოდა თავდადებით, მამაცურად, მიმაჩნია, რომ ჩემი შვილი არის გმირი“, – ამბობს ზურაბ მუშუქიას დედა.
„იბრძოდა აფხაზეთში, ცხინვალში, დონბასში. 2014 წლიდან უკრაინაში მოღვაწეობს. ყველა ომის მონაწილეა, საერთო მტერს ყველგან დასდევს, ასე რომ რაც ზურას დარჩა გასაკეთებელი, ალბათ მეგობრები [გააკეთებენ]“ – ამბობს უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მეგობარი მედიასთან საუბარში.
“საქართველოს ყველა ომის მონაწილე იყო… 2-ჯერ დაჭრეს, გამოწერეს თუ არა, ისევ წინა ხაზზე გავიდა”
“საქართველოს ყველა ომის მონაწილე იყო… 2-ჯერ დაჭრეს, გამოწერეს თუ არა, ისევ წინა ხაზზე გავიდა” | ახლობლები უკრაინაში დაღუპულ ზურაბ მუშუქიაზე
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 08 ივნისი, 2023
ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან – 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში სულ 45 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.