„საქართველო. შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს“, წერია ბრუნო მარსის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქზე“.
ასე აანონსებს მომღერალი თავის კონცერტს, რომელიც შემოდგომაზე საქართველოში გაიმართება.
ბანერზე, რომელიც მის „ფეისბუქზეა“ გამოქვეყნებული, ლოკაციაც არის მითითებული – ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა.
შეგახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება.
კონცერტის ორგანიზატორია ბლექ სი არენა.