ამერიკული გამოცემა Consumer Reports-ი აქვეყნებს ყოველწლიურ რეიტინგს, სადაც განთავსებულია ყველაზე არასანდო ავტომობილები. პირველ ადგილზეა კომპანია Tesla Motors–ი. გარდა ყველაზე არასანდო ავტომწარმოებლებისა, გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა სანდო და ნაკლებად სანდო ტოპ–ჩამონათვალიც.
,,ქროსოვერი Tesla Model X – ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური მოდელია, რომელიც კომპანიის რეპუტაციაზე ცუდად მოქმედებს.’’ – წერია რეპორტში.
ავტომობილის მფლობელები ჩივიან, რომ ქროსოვერის კლიმატ კონტროლი ყველაზე არასტაბილური და გამოუსადეგარი ფუნქციაა, რის გამოც მათ დისკომფორტი ექმნებათ.
ყველაზე სანდო ავტომობილების სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:
ადგილი | ცვლილებები წინა წელთან შედარებით | კომპანია | მოდელების რაოდენობა | ქულები |
---|---|---|---|---|
ყველაზე სანდო მწარმოებლები | ||||
1. | — | Lexus | 9 | 86 |
2. | — | Toyota | 12 | 78 |
3. | +4 | Buick | 4 | 75 |
4. | -1 | Audi | 7 | 71 |
5. | +1 | Kia | 4 | 69 |
6. | -2 | Mazda | 5 | 68 |
7. | +2 | Hyundai | 7 | 66 |
8. | +16 | Infiniti | 4 | 62 |