LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილეთების გაყიდვა დაიწყო: უქომაგე ბორჯღალოსნებს

24

წლის სანაკრებო სეზონის დამაგვირგვინებელ, ნოემბრის ტესტებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. წელს ბორჯღალოსნები შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე ორ მატჩს თამაშობენ, ხოლო მესამეს გასვლაზე, 26 ნოემბერს კილმარნოკში შოტლანდიის წინააღმდეგ. ორივე საშინაო შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, საკურებად წოდებულ იაპონიის ნაკრებს 12 ნოემბერს შეერკინება.

ერთი კვირის შემდეგ, 19 ნოემბერს, ტესტ სერიის მეორე მატჩში ბორჯღალოსნები ოკეანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაკრებს, გულადებად წოდებულ სამოას (Manu Samoa) ერკინებიან, რომელსაც წელს ივნისში ესტუმრნენ და ფრედ 19:19 დაზავდნენ.

ორივე საშინაო მატჩის ბილეთების ყიდვა ქომაგებს უკვე შეუძლიათ ბმულზე: TKT.GE/Rugby.

ბილეთების ფასი 3, 5 და 10 ლარს შეადგენს. ორივე მატჩისთვის ბილეთების შეძენის მსურველებს სტადიონზე ერთი და იმავე ადგილის დასაკავებლად შეუძლიათ შეიძინონ აბონიმენტი შესაბამისად 3, 10 და 20 ლარი.

ბილეთებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს ნომერზე: 22195577.

წლევანდელ ნოემბრის ტესტ სერიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ოკეანეთის წარმატებული ტურნეს შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილი დავიკავეთ, ახლა კი ისტორიაში პირველად გვეძლევა ათეულში შესვლის შესაძლებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები