LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაჟვარდოვანი აია ნაპა – რჩევები ცხელი შვებულებისთვის

589
აია ნაპა

ზაფხულში დასვენებისთვის ზღვისპირეთი ყოველთვის ყველაზე პოპულარულია და თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არც თუ ისე შორს შვებულების გატარებას აპირებთ კვიპროსის სანაპიროები საუკეთესო საშუალებაა. პირდაპირი ფრენები ამ მიმართულებით,რომელიც მხოლოდ 2 საათს გრძელდება მისი მონახულების სურვილს კიდევ უფრო ამარტივებს. რა თქმა უნდა ამ პატარა ქვეყანას ხმელთაშუა ზღვისპირეთის ულამაზესი პლაჟები და კურორტები აქვს,თუმცა ის, რომელზეც დღეს „ბონ ვოიაჟის“ფარგლებში ვისაუბრებთ მათ შორის განსაკუთრებული და გამორჩეულია. ეს აია ნაპაა,ლაჟვარდოვანი კრიალა წყლით საოცარი ყურეებითა და ოქროსფერი ქვიშით.

აია ნაპა ერთნაირად იზიდავს,როგორც ახალგაზრდებს,ასევე ოჯახური დასვენების მოყვარულებს. პლაჟებს შორის ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული Nissi Beach-აქ წყლის თითქმის ყველა აქტივობით შეიქცევთ თავს.  წყლის სკუტერები, თხილამურები,ქარის სერფინგი,დაივინგი და სხვა. ამ ლოკაციაზე დასვენების კომფორტს ასევე მრავალფეროვანი გარემო წარმოადგენს.

საოცარია ყურეები და მღვიმეები,რომელსაც აქ ნახავთ.ბუნებრივი ქვის ფორმაციები კლდეებიდან ზღვამ საუკუნეების მანძილზე გამოკვეთა. ლეგენდის მიხედვით, აქ თავიანთ საგანძურს ერთ დროს მეკობრეები ინახავდნენ. მღვიმეებში შესვლა და მათი დათვალიერებაც შესაძლებელია.

ერთ-ერთი მიმზიდველი ყურე აია ნაპას ღირსშესანიშნაობად იქცა და ცნობილია როგორც “ცისფერი ლაგუნა” აქაური წლის ფერი,გარემო და ხედები ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. არ გამოგრჩეთ ბუნებრივი სიყვარულის ხიდი რომელიც ფოტოსესიებისთვის პოპულარული დანიშნულებაა. შეყვარებულთა ხიდი წარმოადგენს კლდეში არსებულ თაღს, რომელიც  წარმოიქმნება ბუნებრივი პროცესების შედეგად.

რა თქმა უნდა ზღვის სანაპიროზე გართობის საუკეთესო საშუალება აკუა პარკია. აქ რელაქსაციურ ჰიდრომასაჟსაც იგემებთ და გართობასაც არ დაიკლებთ.

აია ნაპას სანახაობებს შორისაა სკულპტურების პარკი. აქ სკულპტურების უზარმაზარ კოლექციას იხილავთ. ღია ცის ქვეშ მოქცეული მუზეუმი ულამაზეს პანორამულ ხედებსაც გთავაზობთ და უამრავ უცნაურსა და საინტერესო ნამუშევარს იხილავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკულპტორებისგან.პარკთანვეა ქეიფ გრეკოს ეროვნული ტყის პარკი სადაც სასიარულო ბილიკი 16 კმ-ს შეადგენს.

ადგილობრივი კულტურის შესახებ მეტის შესაცნობად ეწვიეთ ტალასის  მუზეუმს. სადაც მთავარი სანახაობა გემი სახელად „კერია ელეფთერია”,რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში ჩაიძირა კვიპროსის წყლებში და მხოლოდ 1960-იან წლებში იპოვეს მისი ნაშთები. აქვე იხილავთ აია კურორტის კულტურულ ძეგლს აია ნაპას ტაძარს.

რაც შეეხება კვებად და ღამის ცხოვრებას, ამ მხრივაც დიდი არჩევანია, ფაბები,რესტორნები ტრადიციული კერძებით და ზღვის პროდუქტების საუკეთესო კვების ობიექტები ფასისა და გემოვნების მიხედვით გაგანებივრებთ.

ზაფხულობით ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტები და ღამის კლუბების ხმაურიანი ცხოვრებაც გარანტიაა ცეცხლოვანი დასვენებისთვის. აქაური ღამის ცხოვრება ხალხს მთელი ევროპიდან იზიდავს. დილამდე ცეკვის მოყვარულებს აია ნაპა ნამდვილად გასიამოვნებთ.

კურორტზე გადასაადგილებლად ფეხით სიარული საუკეთესოა,რადგან თითქმის ყველაფერი ახლო მანძილზეა, თუმცა ტაქსებიც დიდი დატვირთვით სარგებლობენ.

სასტუმროებს კი ნამდვილად ფასისა და კომფორტის მიხედვით მოიძიებთ. რაც უფრო ახლოსაა ღამის გასათევი ადგილი ნისი პლაჟთან ღირებულებაც მაღალია,თუმცა საკმაოდ ახლოს ხელსაყრელ ფასადაც ბევრს ნახავთ. ასე რომ აია ნაპაში დასვენება ნამდვილად ღირს და მრავალფეროვანი და ცხელი შვებულების გარანტიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g