LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 6 წლის ინტერნეტვარსკვლავი სანი, რომელმაც ცეკვაში თიკა ფაცაცია აიყოლია: „აი, მარილი და მუღამი აქვს სანის“

1468
fot (2)

„რუსთავი 2“-ის გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ ინტერნეტვარსკვლავი 6 წლის სანი ნათობიძე სტუმრობდა.

როგორც წამყვანებმა, არჩილ სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ აღნიშნეს, სანის ნიჭიერებით აღფრთოვანებულები არიან.

როგორც სანიმ აღნიშნა, უკვე 4 წელია, რაც ცეკვავს და მღერის.

 

 

?? დილით რად გიყვარს ტოროლავ სტვენა – უსაყვარლესი სანი ?

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on Wednesday, 14 June 2023

 

სანიმ გადაცემაში მისი საყვარელი სიმღერა შეასრულა და სხვადასხვა მელოდიებზე იცეკვა, რაც წამყვანის თიკა ფაცაციას თქმით, სანის ყველაზე ძლიერი მხარეა.

„მთელი ბავშვობა მეუბნებოდნენ, რომ როდესაც ცეკვავ მარილი მოაყარეო, ვერ ვხდებოდი, ეს მარილი რა იყო..

აი, მარილი და მუღამი აქვს სანის“, – თქვა თიკა ფაცაციამ.

ვიდეო: პატარა სანი ნათობაძის ბრეიქდანსი არის ის, რაც თქვენს დღევანდელ დღეს გაახალისებს

„ნიკოლოზ, კონკურენტი გამოგიჩნდა” – უსაყვარლესი ბიჭუნას ცეკვა და სიმღერა ინტერნეტს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g