LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდებული და დაზარალებული ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს – რა ახალ დეტალებზე საუბრობს პროკურორი

914
354466530_191930377155486_1210425119490721494_n

16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული 23 წლის ლაშა ნინიძე და დაზარალებული ერთ მისამართზე, ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

15 წლის ბათუმელ გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ალექსანდრე ძირკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

პროკურორის განცხადებითვე, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და შესაძლოა, ბრალდება დამძიმდეს, ან სხვა პირების ბრალეულობა გამოიკვეთოს.

„ვინაიდან სენსიტიურ თემასთან გვაქვს საქმე, გარდაცვლილია არასრულწლოვანი, სხვა დეტალებისგან თავს შევიკავებ“, – თქვა ალექსანდრე ძირკვაძემ.

ცნობისათვის, 23 წლის ლაშა ნინიძეს, რომელსაც გამოძიება 15 წლის გოგოზე სისტემატურ სექსუალურ ძალადობას ედავება, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ 15 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სისტემატურად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე მუხლი) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებულ პირს შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა, გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“ – ბათუმში დაღუპული 15 წლის გოგოს საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

ბათუმში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის საქმეზე დაკავებულს, 7-იდან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

 

ფოტო: „მთავარი არხი“