LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის საქმეზე დაკავებულს, 7-იდან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

376
სასამართლო

16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით ბრალდებულს სასჯელის სახით, მაქსიმუმ, 7-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის გამოძიების თანახმად, ბრალდებული არასრულწლოვანთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  • სისხლის სამართლის კოდექსით წარდგენილი მუხლები გულისხმობს:

115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი – თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-იდან 6 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

140-ე მუხლის პირველი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

კანონმდებლობის თანახმად, არსებობს სასჯელის შთანთქმის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრ სასჯელს შთანთქავს, ამდენად, თუ ბრალდებული წარდგენილ მუხლებში დამნაშავედ ცნეს, მას 7-იდან 9 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g