მოდელი, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლის, შალვა იაშვილი სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმაურება რენატა ბეგიაშვილი.
„არ ვიცი, რატო დავეხმარე, ალბათ მისი ოჯახის მუქარებმაც იმოქმედა, ან ზედმეტად მიამიტი და დიდი გული მაქვს.
მოსამართლის იმედი მქონდა, რაზედაც არ უნდა მომეწერა ხელი არ ცნობდა.. არ უფიქრია, რამდენად ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი ეს პერიოდი..
მოღალატე, ბოროტი ადამიანების გამო.. იმედი მაქვს, სხვა ქალი აღარ იქნება ჩემს ადგილას.. იმედი მაქვს, ჩემი შვილი და მე ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავს.
კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავიჯერე, თუ როგორი უსამართლო გარემო გვაქვს ადამიანებს, ჩვენ შვილებს.. ფულზე გაყიდული ადამიანობა.“ – წერს რენატა ბეგიაშვილი.
არ ვიცი რატო დავეხმარე ალბათ მისი ოჯახის მუქარებმაც იმოქმედა ან ზედმეტად მიამიტი და დიდი გული მაქვს. მოსამართლის იმედი…
Posted by ვარდისფერი მთვარე რენატა on Thursday, June 15, 2023
მოდელმა, რენატა ბეგიაშვილმა 24 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, ბეგიაშვილის ყოფილი მეუღლე კი 25 აპრილს დააკავეს.
ამავე თემაზე: