LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვი პირველად რომ ვნახე, ხელში მომაწოდეს, შემეშინდა, არ გამივარდეს-მეთქი, სუნთქვა შემეკრა…“ – გიორგი გაბუნია მამობაზე

1129
Untitled design (1)

„ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ წამყვანი გიორგი გაბუნია გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ სტუმრობდა, სადაც მამობაზე ისაუბრა. გიორგი რამდენიმე თვის წინ უსაყვარლესი და ულამაზესი გოგონას კირას მამა გახდა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.

ვიდეო: „მამიკოს გოგო“ – გიორგი გაბუნიას მეუღლე მამა-შვილის უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს

„ზოგადად ძალიან ემოციური ვარ.. ნინისაც ვთხოვე, თუ არ გეწყინება, გარეთ ვიქნები-მეთქი. ბავშვი პირველად რომ ვნახე და ექთანმა მომაწოდა ხელში დასაკავებლად, შემეშინდა და სუნთქვა შემეკრა.. ძალიან ცუდად ვიყავი იმ მომენტში.

მე რაც 9 თვის განმავლობაში ვნახე, ზოგადად დედა რასაც აკეთებს შვილისთვის, შეიძლება 60 და 70%-ით წაიღოს მამამ და ცოტა დედა დაასვენოს. იმ 9 თვის განმავლობაში დედა წვალობს, უძილო ღამეები აქვს, ვერ ჭამს, ვერაფერს აკეთებს..

მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სახლში ძალიან ადრე მივიდე. როდესაც ბავშვი იღვიძებს ღამით და ნინის ძინავს, ვცდილობ, რომ არ გავაღვიძო და ბავშვი დამყავს ხელში. რამდენიმე დღის წინ მასწავლეს, საჭმელი როგორ უნდა მოვუმზადო.

ცხვირს ცხვირზე მივადებ ხოლმე ბავშვს, ვეთამაშები და ინაბება. შეჭმა მინდა მაგრამ ვიცი, რომ არ შეიძლება“, – ამბობს გიორგი გაბუნია.

ფოტო: „პატარა ანგელოზი“, „ჩასაკბეჩი გოგოა“ – გიორგი გაბუნია და მისი მეუღლე შვილის, პატარა კირას ფოტოებს გვიზიარებენ

გიორგი გაბუნია ფეთიანი მამაა: „კირა ქუთაისშია, მე კი – თბილისში… ყოველ პარასკევს ქუთაისში გავრბივარ…“

„ქალბატონი კირა გაბუნია“ – ბაბი კირკიტაძე გიორგი გაბუნიას შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

ფოტო, ვიდეო: „მამიკო საგანგებოდ მომზადებულა“ – როგორ ეფერება გიორგი გაბუნია უსაყვარლეს კირას

„ჩემი გაბუ და ნინიკო მშობლები გახდნენ… პატარა კირა შემოემატა დიდ ოჯახს!“ – ბაბი კირკიტაძის და თათა გიორგობიანის მილოცვა

ფოტო: „დედას და მამას საყვარელი გოგო“ – ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია მამა გახდა: ნახეთ რა დაარქვეს პატარას

 

გიორგი გაბუნია მამობაზე?გიორგი გაბუნია: ბავშვი პირველად რომ ვნახე, ხელში მომაწოდეს, შემეშინდა, არ გამივარდეს-მეთქი, სუნთქვა შემეკვრა… გიორგი გაბუნია მამობაზე?‍? #ჩვენიოჯახიPosted by ჩვენი ოჯახი on Saturday, 17 June 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g