LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნია ფეთიანი მამაა: „კირა ქუთაისშია, მე კი – თბილისში… ყოველ პარასკევს ქუთაისში გავრბივარ…“

1036
გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია ახლახან მამა გახდა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც კირა დაარქვა.

გოგონა ამჟამად დედასთან ერთად ქუთაისშია, გიორგი კი – თბილისში.

როგორც „ღამის შოუს“ წამყვანი ამბობს, ძალიან უჭირს შვილის გარეშე ყოფნა, ამიტომ ყოველ პარასკევს ქუთაისში გარბის:

„სამშობიაროდან ბავშვთან ურთიერთობით ცოტა შეშინებული და აღელვებული ვიყავი. როცა გამოვიყვანეთ და ღამით მისი ტირილი გავიგონე, ეს იყო მომენტი, როდესაც ვიგრძენი მამობრივი ინსტინქტი. მისი ტირილის გაგონებისას შიშმა და ფორიაქმა შემიპყრო – ბავშვს რა სჭირს, რატომ ტირის, რით დავეხმარო? მაქვს სურვილი, სულ ჩემთან იყოს და სულ ვიზრუნო მასზე…

კირა ქუთაისშია, მე კი – თბილისში. ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ძალიან მიჭირს ოჯახის გარეშე ყოფნა და ამიტომ ყოველ პარასკევს გავრბივარ ქუთაისში…

უეჭველი ფეთიანი მამა ვიქნები. ვფიქრობ, როგორ უნდა მოვერიო ამას, რადგან წინ ბევრი რამ მელოდება – სკოლა, უნივერსიტეტი, კირას პირველი შეყვარებული… ყველაფერზე თუ გავგიჟდი და ვინერვიულე, არ შეიძლება. ამ მხრივ სამუშაო მაქვს ჩემს თავზე…“

„ქალბატონი კირა გაბუნია“ – ბაბი კირკიტაძე გიორგი გაბუნიას შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

ფოტო, ვიდეო: „მამიკო საგანგებოდ მომზადებულა“ – როგორ ეფერება გიორგი გაბუნია უსაყვარლეს კირას

„ჩემი გაბუ და ნინიკო მშობლები გახდნენ… პატარა კირა შემოემატა დიდ ოჯახს!“ – ბაბი კირკიტაძის და თათა გიორგობიანის მილოცვა

ფოტო: „დედას და მამას საყვარელი გოგო“ – ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია მამა გახდა: ნახეთ რა დაარქვეს პატარას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g