LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: მამების დღეს უკრაინელ მამაკაცებს მინდა ვუსურვო, რაც შეიძლება ხშირად ესმოდეთ სიტყვა – „მამა”

129
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს მამების დღეს ულოცავს და უსურვებს, რომ რაც შეიძლება ხშირად ესმოდეთ სიტყვა „მამა!“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომში მოწინავე ხაზზე მყოფ სამხედროებს სახლში დაბრუნება უსურვა“.

პრეზიდენტი მადლობას უხდის ჯარისკაცებს, რომლებიც ყოველდღე გმირულად იბრძვიან უკრაინის და უკრაინელი ხალხის დასაცავად.

„მამა… ეს სიტყვა ყოველ დღე მილიონ ჯერ გაისმის, და ყოველთვის მასში დაცვა, სიძლიერე და უსაზღვრო სიყვარული ისმინება. მამების დღეს უკრაინელ მამაკაცებს მინდა ვუსურვო, რაც შეიძლება ხშირად ესმოდეთ ეს სიტყვა „მამა!“ ჩვენს მამებს კი ჯანმრთელობა და დღეგრძელება მინდა ვუსურვო. ასევე მინდა, რომ თითოეული მამა, რომელიც დღეს მოწინავე ხაზზე იმყოფება, დაბრუნდეს სახლში.

მადლობა თითოეულ უკრაინელ მამას, თითოეულ უკრაინელ ოჯახს ჩვენი მაგარი და მამაცი მებრძოლებისთვის, რომლებმაც შეძლეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა და დღესაც იბრძვიან უკრაინის სიცოცხლისთვის!“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g