ბიონსეს გრანდიოზული მსოფლიო ტურნე, Renaissance გრძელდება. სცენაზე არტისტი თვალწარმტაცი „ლუქებით“ ჩნდება და საზოგადოების აღფრთოვანებას არ წყვეტს. ახლახან მან „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა. როგორც ირკვევა, მის ჩაცმულობაზე დიზაინერი, ბობ მაკი ზრუნავს.
მისი უკანასკნელი კაბა ნამდვილ სენსაციად იქცა. ეს გახლდათ ვარდისფერი, სხეულზე მომდგარი კაბა, რომელიც გვერდებში ჩახსნილი იყო. ბიონსეს კაბაზე ამავე ფერის ფოჩებიანი მოსასხამი ჰქონდა მოცმული. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, არტისტმა პერფორმანსის მსვლელობისას კაბა გამოიცვალა, მისი მეორე „ლუქი“ იყო Ferragamo-ს წითელი, ბრჭყვიალა კაბა.
ცნობისთვის, ბიონსეს კონცერტებმა შვედეთში ინფლაციის დონეზე გავლენა მოახდინა. შოუებს 46 ათასი ადამიანი დაესწრო, ბევრი მათგანი შვედეთში სპეციალურად შოუზე დასასწრებად ჩავიდა, რამაც, ცხადია გავლენა სასტუმროებისა და რესტორნების ფასებზე იქონია.
ran