LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბანკო კრედიტების უკანონო მიღება – საგამოძიებო სამსახურმა 14 პირი პასუხისგებაში მისცა

312
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ხუთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტებზე, ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მიეცა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში, შეავსეს სესხის განაცხადები, რომლებშიც დააფიქსირეს მცდარი ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ასევე წარადგინეს ყალბი ცნობები ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღებისა და სამუშაო ადგილის თაობაზე, რა გზითაც უკანონოდ მიიღეს ჯამში დაახლოებით 400 000 ლარი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g