რატი ბრეგაძე თავისი სადიზმის გამო პასუხს აგებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
შაშკინი ხსენებული ფრაზით, იუსტიციის მინისტრის, განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, როდესაც სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემთ ამის საშუალებას ისინი მას პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
„რატი ბრეგაძე თავისი სადიზმის გამო პასუხს აგებს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის წინაშე აგებს პასუხს იურიდიულად, ამ სადიზმის გამო.
რასაც ის ახლა აკეთებს, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელიც საერთაშორისო დევნას ექვემდებარება, რომელიც არის საერთაშორისო დანაშაული.
ივანიშვილი კარგად იქნება, საზღვარგარეთ იქნება, ამ ხალხს მოუწევს პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.