LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen Amarok-ი შეშლილი მაქსის სტილში ”გამოაწყვეს” (ვიდეო)

52

Volkswagen-ის ავსტრალიურმა განყოფილებამ უნიკალური Amarok ააგო. ავტომობილი ”შეშლილი მაქსის” სტილშია გადაწყვეტილი, მას Korama დაარქვეს და ის პიკაპის განახლებული ვერსიის რეკლამირებისთვის არის მომზადებული.

კომპანიამ ავტომობილზე იმ სპეციალისტთან ერთად იმუშავა, რომელმაც ავტომობილი ფილმის მეოთხე ნაწილისთვის ”გადაამზადა”. საფუძვლად დიზელის V6 ძრავიანი ვერსია აირჩიეს. გარდაქმნას ხუთი კვირა დასჭირდა. პროტოტიპმა აგრესიული გარეგნობა და სპეციალური ოპტიკა მიიღო.

Korama-მ ორადგილიანი სალონი და სპორტული სავვარძლები მიიღო. გარდა იმისა, რომ ავტომობილი სარეკლამო რგოლებში გადაიღეს, ის ხანდახან ადგილობრივი მაცხოვრებლების ყურადღების მისაქცევად საერთო სარგებლობის გზებზეც ჩნდება.

https://www.youtube.com/watch?v=0Beu53T4svo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები