LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იტყოდით, გუშინდელ რაგბის თამაშზე, სადაც ქართველებმა არგენტინელებს მოუგეს, იქ მე ვთამაშობდიო“ – გოცირიძე ღარიბაშვილს

334
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

„ზეპირ გამოსვლაში ამ წერილობით ტექსტს სიცრუეში გაასწარით“, – ამ სიტყვებით პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელმაც დღეს პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

პრემიერი: „ომის პარტიას“ უნდოდა მეორედ გაენადგურებინა ქვეყანა – ჩვენი პოლიტიკა, რეალურად სუვერენული და დამოუკიდებელია 

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, პრემიერის ანგარიშში ერთი გვერდიც კი არ მოიძებნება, რომელიც სიმართლეს შეესაბამება.

„პრემიერის ანგარიში წინასწარ გამომიგზავნეს და წავიკითხე. ეს მთლიანად სიცრუესა და მანიპულაციაზეა აგებული. ერთ გვერდსაც კი ვერ მოძებნი, სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს. ზეპირ გამოსვლაში ამ წერილობით ტექსტს სიცრუეში გაასწარით. აქ გიწერიათ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 66,3 ათასით გაიზარდა, თუმცა ტრიბუნიდან თქვით, რომ 250 ათასით გაიზარდა. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იტყოდით, გუშინდელ რაგბის თამაშზე, სადაც ქართველებმა არგენტინელებს მოუგეს, იქ მე ვთამაშობდიო.

„ბედნიერების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოს 153 ქვეყნიდან 117-ე ადგილზეა. ყველაზე უბედური ქვეყნების რიგშია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თქვენი ხელისუფლების ნაკლებს გავუსვა ხაზი. არის რაღაცები, რაც რაოდენობრივად არ იზომება, მაგრამ ქვეყნის მდგომარეობას აჩვენებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ელისაშვილი პრემიერს: „რიჟვაძემ თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო – მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?“ 

ინჯია: იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე – ბევრია კიდევ საცემი, მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერო? 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g