LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება გქონდეს მისწრაფება, გახდე EU-ს წევრი და ყოველ მეორე დღეს EU-ის ელჩს ლანძღავდე.. რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის ჩვენი გაერთიანება ევროკავშირსა და NATO-ში

160
სალომე ზურაბიშვილი

„არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე და ყოველდღიურად აკრიტიკებდე ხან ევროპარლამენტარებს ხან თვითონ ჩვენს პარტნიორებს, ხან მათ აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი, ისინი არიან ომის პარტია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ევროკავშირის შეიქმნა იმისთვის, რომ ომი კონტინენტზე აღარ ყოფილიყო. ეს არის პირველი ორგანიზაცია, სადაც ყველას უნდა გაწევრიანება თავისი ნებით. არა იმიტომ, რომ ვიღაცა თავში გირტყამს და ვიღაცა გაძალებს. არამედ იმიტომ რომ ხალხს უნდა. ჩვენ ვართ ამისი მაგალითი. ჩვენს ხალხს ეს უნდა.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროინტეგრაციაზე, ეს ასევე გულისხმობს NATO-ში ინტეგრაციას, აქ წინა კონფერენციაზეც ნათქვამი იყო, რომ ევროპას ჯარი არ გააჩნია, ის შექმნილია მშვიდობისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და თავისუფლებისთვის, ის არაა იმისთვის შექმნილი, რომ იყოს ძლიერი დაცვის მქონე ორგანიზაცია, თუმცა ნელ-ნელა ესეც იცვლება…

NATO იქნება მთავარი ძალა, მთავარი ორგანიზაცია, საიდანაც შეიძლება მივიღოთ უსაფრთხოება. მთავრობა, რომელიც ძალიან თავს იწონებს, რომ მშვიდობას დაუმსახურებს ქვეყანას და თავის მოქალაქეებს, ერთადერთი რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის საბოლოოდ ჩვენი გაერთიანება ევროკავშირსა და NATO-ში. იქ არის მშვიდობა, იქ არის უსაფრთხოება, მანამდე უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიდა სტაბილურობისთვისაც საჭიროა და რომელიც მიგვიყვანს ამ ბოლო მიზნამდე“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g