LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ოპოზიციას: შვებულებას რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ – როცა ვიტყვით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა

141
მამუკა მდინარაძე

„შვებულებას რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ, როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

აღნიშნულით უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომლებიც დღეს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე არ იმყოფებოდნენ და მხოლოდ მმართველ გუნდს კვორუმის შეკრება გაუჭირდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, კარგია იმის დაფიქსირება, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს:

„ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში იმდენი დეპუტატი არ არის, რომ დღეს კვორუმი მხოლოდ უმრავლესობამ შექმნას. ჩვენი კოლეგები ფრანკოფონიის ღონისძიებაზეც არიან.

ელისაშვილი: „რეზერვში ახალგაზრდებს უნდა ასწავლონ მტრის განადგურება და მოკვლა, დღეს გაწვეულ ახალგაზრდებს დროის მოკვლას ასწავლიან“

„მტერთან წინააღმდეგობა და მტრის მოკვლა უნდა ასწავლო, ეგ არის სამხედრო საქმე, რაღაც ბამბის ქულები და მატყლის ჩეჩვა მანდ არ ისწავლება“

იმის მცდელობას ვერ შევძლებთ, რომ კვორუმი მარტო უმრავლესობით შევკრათ. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას საბოტაჟს ეძახდნენ. კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს საპარლამენტო ინსტრუმენტი ყოფილა და ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს.

როდესაც ჩვენი კოლეგები, ვინც ქვეყნის გარეთაა, უცხოეთიდან ჩამოვლენ და როცა ფრანკოფონიის ღონისძიებებიც დასრულდება – იქნება ეს ივლისის ბოლო რიცხვები თუ აგვისტო, მობრძანდებით და იმუშავებთ. ახლა ეს გაუკეთეთ საკუთარ თავს.

შვებულებებს რომ იხვეწებოდით, შვებულება არ გექნებათ. როცა ვიტყვით და შევიკრიბებით, მაშინ მოხვალთ, იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო საქმიანობა. ცოტას მაინც რომ მიხვდით, უკვე კარგია“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით უნდა განეხილათ. კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.

„ნებისმიერ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ბაკალავრიატის ხარისხის მიღებასთან ერთად, მიიღოს ლეიტენატის ან სერჟანტის წოდება“ – ჩაჩიბაია თავდაცვის ახალი კოდექსის დეტალებს განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g