LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი გასართობი კომპლექსის მშენებლობა იწყება

111

დუბაიში კიდევ ერთ გასართობ პარკს ააშენებენ. მსოფლიოში ყველაზე დიდი გასართობი კომპლექსის IMG Worlds of Adventure-ს გახსნიდან სულ რამდენიმე თვე გავიდა და დუბაიში უკვე მეორე გრანდიოზულ პროექტზე დაფიქრდნენ. IMG WORds of legends 185 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროს უდიდესი ქალაქი თავისივე რეკორდს გააუმჯობესებს. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი თემატური პარკი, რომელიც 9 ზონად დაიყოფა. ახალი პარკი დამსვენებლებს მრავალფეროვან ჰაერისა და თუ წყლის ატრაქციონებს და ცოცხალ წარმოდგენებს შესთავაზებს.

IMGWorldsofLegends_1_1200x500

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები