კასპის მონაკვეთზე ტრაილერს ცეცხლი უკიდია.
როგორც “ფორტუნას” თვითმხილველმა უთხრა, რამდენჯერმე გაისმა აფეთქების ხმაც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ წუთებში ავტობანზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.
“ფორტუნას” დეტალებს შსს-ში არკვევს.
