ტელეწამყვანი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი თბილისში იმყოფება. ნუკი გადაცემა ჩვენი ოჯახის სტუმარი იყო და მისი ამერიკული ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.
„რვა წლის წინ წავედი ამერიკაში. ჩემსა და ბენზე სულ წერდნენ, რომ ვშორდებოდით და მერე ვრიგდებოდით. რაღაცნაირად შემოვრჩით ერთმანეთს. ამერიკაში ერთი საათი ნახევარი საათია, ძალიან გიჟური რიტმია. სულ ვამბობ, რომ პირველი სამი წელი იყო ძალიან რთული. ყოველდღე ვლაგდებოდი და მოვდიოდი.
რაც იწერებოდა, სიმართლეა. იმიტომ რომ ყოველ დღე მოვდიოდი, ვამბობდი, რომ არ მიღირდა ის ყველაფერი ნერვების მოშლად.
ნერვებს მიშლიდა ყველაფერი, არ ხარ შეჩვეული გარემოს, ხალხს, ყველაფერი სხვანაირია და მერე ნელ-ნელა ეწყობი“. – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
