LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს დააკავეს კაცი 13 წლის შვილის გაუპატიურებისთვის.. ბავშვებზე მასიურად ძალადობენ სექსუალურად და ერთხელ არ გამიგია ალტ-ინფო და სხვა ნაყარ-ნუყარი ჯგუფები ამას აპროტესტებდნენ“ – ბაია პატარაია

368
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

„დღეს დააკავეს კაცი 13 წლის შვილის გაუპატიურებისთვის.. არაერთი პედოფილიის საქმე გვაქვს საფარი • Sapari-შიც,“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბათუმში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტს ეხმაურება.

„ბავშვებზე მასიურად ძალადობენ სექსუალურად და ერთხელ არ გამიგია ალტ-ინფო და სხვა ნაყარ-ნუყარი ჯგუფები ამას აპროტესტებდნენ. არა! ისინი მხოლოდ სხვა ზრდასრული კაცების ტრაკის სადარაჯოზე დგანან და რომ ჰკითხო, ბავშვებს ვიცავთო.

ბათუმში მამამ 13 წლის შვილი გააუპატიურა

როგორ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე 1 პირია დაკავებული.

ტყუილი! ბავშვები მათ ფეხებზე ჰკიდიათ. არც ერთხელ არ გაუპროტესტებით პედოფილია, მარტო ზრდასრული კაცების ნებაყოფლობითი სექსი აინტერესებთ, რა იბედურებაა ეს ავადმყოფური ინტერესი სხვისი სექსუალური ცხოვრების მიმართ?

დაეტიეთ საკუთარ ტყავში და თუ ბავშვების დაცვა გინდათ, პედოფილებისაგან დაიცავით ისინი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ჰეტეროა ანუ ალტ-ინფოს რუსული ტერმინით ე.წ. ნატურალი“, – წერს ბაია პატარაია.

13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g