ხორვატიაში, კერძოდ კი ქალაქ დუბროვნიკში საცურაო კოსტიუმით სიარული, ძაღლების საბმელის გარეშე სეირნობა და კულტურის ძეგლების სიახლოვეს საკვების მიღება აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.
გარდა ამისა, ტურისტებს ამიერიდან აღარ შეეძლებათ ქუჩაში გადანერწყვა, სიგარეტის ნამწვის დაყრა და ქალაქის კედლებზე ცოცვა. კანონის დამრღვევებს ჯარიმა – 265 ევრო დაეკისრებათ.
წესრიგს ადგილობრივი სამართალდამცავები დაიცავენ. იმ შემთხვევაში თუკი ტურისტი აკრძალულ ქმედებას პირველად ჩაიდენს, მასთან აღმზრდელობით საუბარს ჩაატარებენ. ჯარიმები რეციდივის შემთხვევაში გამოიწერება.
შეგახსენებთ, რომ დუბროვნიკში ცოტა ხნის წინ ჩემოდნების გორიალიც აკრძალეს, რათა ხმაურის დაბინძურება შეამცირონ.