გადაცემის „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე არქივიდან მარიკუნა მიქატაძის ინტერვიუ გავრცელდა.
გია ფერაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა
13 წლის წინ გასულ გადაცემაში, მარიკუნა ჰყვება, რატომ გადაწყვიტა მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე პირადად მას საჯაროდ ესაუბრა. ამასთან, არქივიდან ინტერვიუს თან ახლავს მარიკუნას გარდაცვალების შესახებ გამოძიების მიერ დასახელებული ვერსია.
„მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში.
გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა“, – წერია „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილის, 39 წლის მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა.
ფოტო: „სიყვარულის გოგოა მარიკუნა“ – მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის ფოტოებს აქვეყნებს
ფოტო: როგორ ემშვიდობება უმცროსი გია ფერაძე გარდაცვლილ დას, მარიკუნა მიქატაძეს