LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: სააკაშვილთან ექიმები ჩამოდიან, მიდიან და მათ ჩამოსვლას მოჰყვება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, საქმიანი და საექიმო მათგან საზოგადოებას ჯერ არაფერი გაუგონია

164
BeFunky-collage - 2023-07-23T000616.280

სააკაშვილთან ექიმები ჩამოდიან, მიდიან და მათ ჩამოსვლას მოჰყვება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, საქმიანი და საექიმო მათგან საზოგადოებას ჯერ არაფერი გაუგონია, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „აქტუალური შაბათი-მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, „საერთოდ მკურნალობს თუ არა ეს ადამიანი და რასაც უნიშნავენ, იღებს თუ არა, ამაზე მათგან არაფერი მოგვისმენია”.

„თუ გახსოვთ, რამდენი ექიმი ჩამოვიდა? თვითონ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა ჩამოთვალეს, ამერიკელებიც გვყავდაო, ევროპელებიცო, ნობელიანტებიც, პროფესორებიც და კლინიცისტებიცო და თქვენ, როგორც ძალიან ინფორმირებულ ჟურნალისტს, თუ გახსენდებათ რომელიმე ჩამოყვანილი ექიმის ერთი კონკრეტული ექიმის განცხადება, ან დასკვნა, სადაც საზოგადოებამ გაიგო, რას არ ეთანხმებიან? ხომ არის საუბარი, არ მკურნალობენო და ა.შ და თქვან, კონკრეტულად რას არ ეთანხმებიან? თუ არ მკურნალობენ, რა მკურნალობას ითხოვენ, ეს ჯერ არ ვიცით, არავის არ მოუსმენია არცერთი ჩამოყვანილი ექიმისგან.

მეორე, საერთოდ მკურნალობს თუ არა ეს ადამიანი და რასაც უნიშნავენ, იღებს თუ არა, ამაზე მათგან არაფერი მოგვისმენია; გარდა ამისა, არცერთი ექიმისგან არ მოგვისმენია, რა პროფილის ექიმები სჭირდება და რა დიაგნოსტიკა ისეთი, რომელიც თურმე, საქართველოში არ მოიპოვება.

შესაბამისად, ეს ექიმები ჩამოდიან, მიდიან და მათ ჩამოსვლას მოჰყვება მერე მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები. სხვა, საქმიანი, საექიმო და პროფესიონალური, მათგან საზოგადოებას ჯერ არაფერი გაუგონია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g