LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცვლიშვილი: „თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს გარყვნილებისკენ ან ომისკენ მიაქანებს, მაშინ ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა ამ კონფერენციაზე რაში ჯდება“

140
ანა ნაცვლიშვილი

„ხელისუფლების მთავარი მცდელობაა, როგორმე პასუხისმგებლობას თავი დააღწიოს და თავი იმართლოს, ვინაიდან ის რეკომენდაციების არშესრულებაშია მხილებული“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაპუაშვილი: „საქართველომ სამი რეკომენდაცია შეასრულა, უკრაინამ ორი და მოლდოვამ სამი, სამივე ქვეყანას მსგავსი ტემპი აქვს“ 

ევროინტეგრაციისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ „ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს“.

„ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის გადაწყვეტილებაა და მას ევროკავშირი მიიღებს.

ფაქტია, რომ ხელისუფლებას არ სურს, ქართველმა ხალხმა ეს სტატუსი მიიღოს და ყველაფერს აკეთებს, რომ რეფორმები ჩააგდოს.

ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მუშაობას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ მივიტანოთ მათთან ქართველი ხალხის სათქმელი, ვინაიდან ხელისუფლება ქართველი ხალხის სათქმელს არ ამბობს და არ აკეთებს. ამიტომ ვმუშაობთ დასავლელ პარტნიორებთან, რომ გავაგებინოთ, რასაც ხელისუფლება ამბობს და აკეთებს. საზოგადოებას ემიჯნება, ხელისუფლების და ხალხის სურვილები ევროკავშირთან მიმართებით ერთმანეთისგან აცდენილია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება შეფასებებზეა.

ამიტომ, ხელისუფლების დღევანდელი მცდელობა, თავის მართლების მცდელობაა, თუ რატომ არ არის რეკომენდაციები. ცხადია, ისინი გზებს ეძებენ, როგორ დააღწიონ თავი პასუხისმგებლობას, თუმცა, ფაქტია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის მატარებელი იქნება.

რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, სადაც მათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოიწვიეს, რომელთაც სულ რაღაც 3 თვის წინ, აგენტებს და ხალხის მტრებს ეძახდნენ, ეს მათი მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან მობოდიშების მცდელობაა, სამოქალაქო საზოგადოება ამ ბოდიშს რამდენად მიიღებს, არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ფაქტია, ხელისუფლება ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ფიქრობს.

თუ დასავლეთი გარყვნილია და საქართველოს სადღაც, გარყვნილებისაკენ ან ომისკენ მიაქანებს, მაშინ ასეთი სერიოზული სახით 12 რეკომენდაციის განხილვა ამ კონფერენციაზე რაში ჯდება?

მათ არ უნდათ თავის ამომრჩეველს აუხსნან, რომ ერთადერთი, რაც კანდიდატის სტატუსის წინაპირობაა, ეს რეფორმებია და ეს აღიარონ, ან აღიარონ რომ კონფერენციის პარალელურად დაკავებული არიან ანტიდასავლური ტყუილების გავრცელებით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, იმართება კონფერენცია თემაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“. კონფერენცია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება. ღონისძიებაზე საუბარი იქნება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და ასევე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმებს, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს.

პრემიერი: დეკემბერში ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, ვიტყოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან

ღარიბაშვილი: „დღესაც, გუშინაც, ხვალაც ყოველთვის უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ ვიქნებით.. ევროკავშირის 14 ქვეყანას და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ, ნუ გწყინთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g