LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „დღესაც, გუშინაც, ხვალაც ყოველთვის უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ ვიქნებით.. ევროკავშირის 14 ქვეყანას და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ, ნუ გწყინთ“ 

120
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო გარკვეულ რეიტინგებში, მთელი კრიტერიუმებით უსწრებს ევროკავშირის 14 და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, „საქართველო დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ იქნება“.

„არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ. ყოველგვარი შეფასებით, მათ შორის რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ არის, უსწრებს მოლდოვას, უკრაინას, სხვა ქვეყნებზე აღარ მაქვს საუბარი.

საერთოდაც, კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, რიგ რეიტინგებში, მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით ჩვენი საერთაშორისო, ამერიკული, ევროპული ორგანიზაციებით, არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ ევროკავშირის 14 ქვეყანას და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს არის რეალური, მეგობრებო, ნუ გწყინთ, ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები