ბოლო ერთი წელია, არ წყდებოდა საუბარი ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის შერიგების შესახებ. წყვილი ერთად ხშირად ჩნდებოდა, მათ გასული ზაფხული ეგზოტიკურ კუნძულზე ერთად გაატარეს, ამიტომ ეჭვი აღარ არსებობდა.
ირინა შეიკი დათვის ფორმაში გადაცმული ბრედლი კუპერის კალთაში ზის – ექს-მეუღლეების პიკანტური თამაში
თუმცა, რამდენიმე საათის წინ გავრცელებულმა ფოტოებმა ყველაფერი შეცვალა. 36 წლის მოდელი ამერიკული ფეხბურთის ლეგენდას, ჟიზელ ბუნდჰენის ექს-მეუღლეს, ტომ ბრედის ხვდება. სპორტსმენთან ახლად განქორწინებული ჟიზელის დამოკიდებულება უკვე ცნობილია. მოდელთან დაახლოებული პირი აცხადებს, რომ ჟიზელი ექს-მეუღლისა და მისი კოლეგის რომანით კმაყოფილია. ჯერჯერობით არ ვიცით, ბრედლი კუპერის რეაქცია, რომელთან ერთადაც შეიკი 5 წლის ქალიშვილს ზრდის.
„დრო გავიდა და ჩვენი სურვილები შეიცვალა“ – რის გამო დაინგრა ჟიზელ ბიუნდჰენის 13 წლიანი ქორწინება
ახალ ჰოლივუდურ რომანს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კუპერს ლედი გაგასთან არშემდგარ რომანს ახსენებენ. შეგახსენებთ, ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ იმის შესახებ, რომ შეიკი-კუპერის წყვილი, სწორედ ლედი გაგას გამო დაიშალა.
„ბრედლი, დროა ლედი გაგას მიუბრუნდე“, „ტომ ბრედი ულამაზესი ქალების გულთამპყრობელია“, „უმაგრესი წყვილია“, „ირინა მისგან შვილს გააჩენს“, „ისინი დაქორწინდებიან“, „ჰოლივუდი, გატეხილი გულების საბადო“, – არ წყდება კომენტარები.
ჟიზელ ბიუდჰენის პირველი რეაქცია ექს-მეუღლისა და ირინა შეიკის ახლად აღმოცენებულ რომანზე