LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დრო გავიდა და ჩვენი სურვილები შეიცვალა“ – რის გამო დაინგრა ჟიზელ ბიუნდჰენის 13 წლიანი ქორწინება

416
page

როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს ჟიზელ ბიუნდჰენი და მისი მეუღლე, ტომ ბრედი 13 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მედიის ცნობით,  მოდელს რომანი „ჯიუ-ჯიცუს“ ინსტრუქტორთან, ხოაკინ ველანტესთან აქვს. ისინი ერთად უკვე არაერთხელ გადაიღეს. რამდენიმე დღის წინ ჟიზელი და ხოაკინი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდნენ, როდესაც ისინი ცხენით სეირნობდნენ.

ახლახან კი ჟიზელმა  გამოცემა Vanity Fair-ის გარეკანი დაამშვენა. ინტერვიუში მან  განქორწინებაზე ისაუბრა. სხვათა შორის მოდელს ახალი რომანი საერთოდ არ უხსენებია.

„ზოგჯერ ადამიანები ერთად ვითარდებიან, ზოგჯერ კი ცალ-ცალკე. ჩვენ ორივეს გვინდოდა ოჯახის შექმნა, გვინდოდა ერთად უფრო ბევრი რამე შეგვექმნა, თუმცა დრო გავიდა და ჩვენი სურვილები შეიცვალა, ჩვენ სხვადასხვა რამ გვინდოდა და დადგა დრო, როდესაც უნდა მიგვეღო საერთო გადაწყვეტილება. ყო­ველ­თვის ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი მას და სა­მუ­და­მოდ ასე გა­ვაგ­რძე­ლებ­დი. თუ სამ­ყა­რო­ში ვინ­მეს ბედ­ნი­ე­რე­ბა მსურს, ეს ტო­მია”, – აცხადებს ვარსკვლავი.

„როცა ქმარს გაშორდი“ – ბედნიერი ჟიზელ ბიუნდჰენის თავზეხელაღებული გართობა

42 წლის ჟიზელ ბიუნდჰენი და „ჯიუ-ჯიცუს“ 34 წლის ინსტრუქტორი, ხოაკინ ველანტე ერთად გამოიჭირეს

ახლად განქორწინებულმა ჟიზელ ბიუნდჰენმა „ვოგის“ ფოტოსესიაში იმიჯი რადიკალურად შეიცვალა

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gisele Bündchen (@gisele)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები