LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილე გულორდავა: „ნებისმიერი ქალის ნატვრაა, მეუღლე საყიდლებზე წასვლაზე დაითანხმოს, პაატა პირიქით, აქეთ მეხვეწება, წამო მაღაზიებში, რამეს გიყიდიო…“

1299
პაატა ხაჩიძე და ლილე გულორდავა

„ქუჩის ბიჭების“ წევრის, პაატა ხაჩიძის მეუღლე, ლილე გულორდავა ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს, როგორი მეუღლეა პაატა:

„ძალიან კარგი მეუღლეა. ძალიან ყურადღებიანი. ადრე პირიქით იყო, მე უფრო აქტიური ვიყავი და ვთხოვდი, სადმე წავსულიყავით. ახლა პაატა ცდილობს, სადმე წასვლაზე დამითანხმოს (იცინის). ყოველ საღამოს მეუბნება, სადმე გავისეირნოთო. ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობრებთან ვხუმრობდი კიდეც ამ თემაზე – ნებისმიერი ქალის ნატვრაა, მეუღლე საყიდლებზე წასვლაზე დაითანხმოს. ჩემი მეუღლე პირიქით, აქეთ მეხვეწება: წამო მაღაზიებში გავიდეთ, რამეს გიყიდიო (იცინის). ლამის ყოველ საღამოს ასეა, ამას ვაღიარებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g