„კვლავაც მაბნევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, კვლავაც ხდება ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ტირანისა და მკვლელის განდიდება“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.
ამ განცხადებასთან ერთად, ევროპარლამენტარი „სეზონი ტვ“-ის ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც წამყვანი აცხადებს, რომ „საქართველოში სტალინის ფიგურასთან ბრძოლა დაუშვებელია“ და „ნებისმიერი, ვინც სტალინის გენიას დაუპირისპირდება, მუშტს დაიმსახურებს“.
It continues to bewilder me that in a country seeking EU membership, the cult of one of history’s greatest tyrants and murderers continues to be glorified. https://t.co/XCUe7GQpWm
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) July 27, 2023