LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველი საკრუიზო გემიდან სახელმწიფოს შემოსავალი არის 350 ათასი ლარი, რაც ცოტა არაა“ – ირაკლი კობახიძე

361
g (5)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსული საკრუიზო გემის „ასტორია გრანდეს“ მიერ ბათუმის პორტის საკუთარი კრუიზიდან ამოღება ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. მისი თქმით, „ვერავინ ახსნის რა სხვაობაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ ტურისტებს შორის“.

„ყოველი საკრუიზო გემიდან სახელმწიფოს შემოსავალი არის 350 ათასი ლარი, რაც ცოტა არაა. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, ეკონომიკას ამით ვერ დააქცევენ, მაგრამ პატარა ზიანი მაინც მიაყენეს. პატარა ზიანის მისაყენებლად პატარა პროვოკაცია მოაწყვეს. რომ ჰქონოდათ შესაძლებლობა დიდი პროვოკაციის მოწყობის, დიდი ზიანს მიაყენებდნენ ქვეყანას. მადლობა ღმერთს, ხელისუფლება დგას თავის ადგილზე, უფრო დიდი პროვოკაციების მოწყობას რომ ვერ ახერხებენ. რომ შეეძლოთ ქვეყანას დააკარგვინონ არა 350 ათასი ლარი, არამედ 350 მლნ ლარი, ამასაც გააკეთებდნენ. რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით 1 მლრდ დოლარს, წლის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

 

„მომავალში კრუიზით საქართველოში გაჩერება არ იგეგმება“ – Astoria Grande 

„ასეთი უპასუხისმგებლო აქციები ორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან და არის სუფთად პოლიტიზებული – ლევან დავითაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი

კალაძე: „ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა, ძალიან მარტივია.. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g