LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Top Gear-ის ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილია (ვიდეო)

53

Top Gear-ის ახალი სეზონი 5 მარტს გამოვა. ამის შესახებ კორპორაცია BBC ოფიციალურად აცხადებს.

როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტრეილერის მიხედვით ჩანს, 24-ე სეზონის წამყვანები ყაზახეთში მოგზაურობენ და სატრეკო სუპერქარ Ferrari FXX K-ს, კუპე Aston Martin DB11-სა და ყველგანმავალ ”შამანს” ტესტავენ. შოუს წამყვანები კრის ჰარისი, მეტ ლებლანი და რორი რიდი არიან.

წინა სეზონი გასული წლის მაისში გავიდა, თუმცა რეიტინგი არ ჰქონდა, Top Gear-ის ფანები კი მის წამყვანს, კრის ევანსს აკრიტიკებდნენ, გარდა ამისა, მისი ტანაწამყვანი მეტ ლებლანი ”ცივ ურთიერთობასა და სიხეშეში” სდებდა ბრალს, საბოლოოდ ევანსმა შოუ დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები