Subway-მ ახალი კამპანია წამოიწყო. რესტორნების ქსელი მთელი ცხოვრების მანძილზე უფასო სენდვიჩებს სთავაზობს მათ, ვინც კომპანიის სახელს ოფიციალურად დაირქმევს.
კამპანიაში ჩართვის მსურველებმა subwaynamechange.com-ზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია 1-დან 4 აგვისტომდე. კონკურსის დასრულების შემდეგ სწრაფი კვების რესტორნების ქსელი გამარჯვებულს სახელის ცვლილების სერვისის თანხასაც გადაუხდის.
კომპანია ორიგინალური კამპანიებით ხშირად გამოირჩევა. გასულ წელს Subway-მ მომხმარებლებს სხეულზე რესტორნის ლოგოს გამოსახულების ტატუს გაკეთება შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მათ სენდვიჩების მიღება უფასოდ შეეძლოთ.
Subway სწრაფი კვების ბაზარზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი რესტორანია, რომელიც ფრენჩაიზით 100-ზე მეტ ქვეყანაში, 37 000-მდე ობიექტს ფლობს.