LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებმა სოციალური დისტანციის დასაცავად 2 მეტრიანი სენდვიჩი დაამზადეს

136
sendwichfromengland

ინგლისში მდებარე ერთ–ერთმა ბარმა სოციალური დისტანციის დაცვის ყველაზე გემრიელი ხერხი მოიფიქრა.

შეფ–მზარეულმა ითან როჯერსმა შექმნა სენდვიჩი, რომელიც 2 მეტრის სიგრძისაა  და სტუმრებს უსაფრთხოების წესების დაცვით სადილობის საშუალებას მისცემს.

შედევრალურ კერძს სახელად „სამსახურში დაბრუნება“ დაარქვეს და მისი ფასი 24 დოლარია. სენდვიჩი ორ ადამიანზეა გათვლილი და მისი საშუალებით უსაფრთხო დისტანციის დაცვა ბევრად უფრო ადვილი იქნება.

თუმცაღა, რა მოხდება მას შემდეგ რაც სენდვიჩი განახევრდება – ამას შეფმზარეული არ აკონკრეტებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები