LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ტყებუჩავა: „12 წელია, სცენაზე არ მითამაშია და ჩემს გულს, გონებას, ჩემს სულს თურმე არაფერი დავიწყებია…“

217
ანი ტყებუჩავა

ახლახან ცნობილი მსახიობი ანი ტყებუჩავა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, თეატრის სცენას დაუბრუნდა.

როგორი იყო სცენაზე დაბრუნების ემოცია 12 წლის შემდეგ, ამის შესახებ ჟურნალ „გზას“ უამბო.

წლების განმავლობაში სპექტაკლში არ გითამაშიათ. სცენაზე დაბრუნება როგორი იყო?

12 წელია არ მითამაშია და ჩემს გულს, გონებას, ჩემს სულს თურმე არაფერი დავიწყებია, ამას საერთოდ ვერც წარმოვიდგენდი. ნანუკა ხუსკივაძისგან შემოთავაზება რომ მივიღე, ძალიან ბევრი ვიფიქრე. მითხრა, 15 წუთში დაგირეკავო. 15 წუთში არ დამირეკო-მეთქი, ძალიან ავფორიაქდი, საჭესთან ვიყავი, ჯარიმა მივიღე (იცინის). საუბარია სპექტაკლზე ალბერ კამიუს “გაუგებრობა”, გადაწყვეტილების მიღება იყო სტრესული. საკუთარ თავს უამრავ შეკითხვას ვუსვამდი: შევძლებდი ამ პასუხისმგებლობის აღებას? შევასრულებდი, რაც ჩემგან უნდოდათ? იმაზე, რაც ძალიან გიყვარს, ყოველთვის ნერვიულობ და მე ეს საქმე მართლა მიყვარს. ვფიქრობ, გადავრჩი: რეცენზიები, გამოხმაურება, იმ ადამიანების აზრი, ვინც ამ საქმეში კომპეტენტურია, კარგი იყო. ის როლი, რომელიც შევასრულე, არის ძალიან განსხვავებული, თავად კამიუ არის განსხვავებული. ახლა სპექტაკლი დაიწყებს თავის ცხოვრებას და მე, როგორც მსახიობი, ძალიან გავიზრდები, ეს პროცესი მომწონს.

„ეს ვიდეო ძველია, მაგრამ ისე მიყვარს, რომ თავიდან უნდა ავტვირთო“ – „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობების გართობის სახალისო კადრები

როგორ გადაუხადა სამაგიერო “ჩცდ”-ს კატომ სოსოს – რა ვიდეოს აქვეყნებს ანა ტყებუჩავა

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი მაყურებელი!“ – ნინო გაჩეჩილაძის ემოციური მიმართვა და სერიალის გულშემატკივრების რეაქციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g