მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დაინიშნა. როგორც “ფორტუნა” წერდა, რამდენიმე თვის წინ მისი რომანი დაიწყო ბათუმელ გოგონასთან. ნინიკო ნაცარიშვილს 18 წელი შეუსრულდა და ლევანმა სწორედ ამ დღეს სთხოვა ხელი, მოარგო ნიშნობის ბეჭედი.
ნინიკომ ეს ფოტო სოცქსელში გამოაქვეყნა და დაწერა:
“არ ვიცი და ვერ ვხვდები, საიდან დავიწყო, სიტყვებს თავი როგორ მოვუყარო… მადლობა, რომ არსებობ. მიყვარხარ!..” – აღნიშნავს ლევან ჯიბღაშვილის საცოლე.
ნინიკო ნაცარიშვილისთვის ეს მეორე ოჯახი იქნება. მისი პირველი ქორწინება არცთუ დიდხანს გაგრძელდა. ლევანი კი პირველად შექმნის ოჯახს. ვულოცავთ წყვილს და ბედნიერებას ვუსურვებთ!.. ფოტო