მარნეული-სადახლოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ.
გავრცელებული ცნობითვე, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.